დავით ზალკალიანმა და ლინას ლინკევიჩუსმა პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს. ხაზი გავუსვი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის. საარჩევნო პროცესისადმი ნდობა უნდა აღდგეს. ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური გზაზე მის გვერდით არის“, – წერს ლინკევიჩუსი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
სატელეფონო საუბრის შესახებ წერს დავით ზალკალიანიც.
„მქონდა ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჩემს ლიეტუველ კოლეგა ლინას ლინკევიჩუსთან. განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. როგორც საქართველოს მეგობარს, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. მივესალმები პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წამოწყებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სტაბილურ განვითარებას“, – წერს ზალკალიანი.
Spoke by phone with my Georgian colleague @DZalkaliani , stressed the importance of political dialogue between the ruling party and the opposition. Trust in electoral process must be restored. Lithuania stands by #Georgia on its Euro-Atlantic integration path. pic.twitter.com/kXOnA2tfbN
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) November 13, 2020
Had a very fruitful 📞 call with my 🇱🇹 colleague @LinkeviciusL. Discussed ongoing situation across the region. Expressed gratitude to him, as the friend of 🇬🇪 for support. Welcomed starting of dialogue btw political parties which is to contribute to stable development of Georgia pic.twitter.com/sIHTmtClUg
— David Zalkaliani (@DZalkaliani) November 13, 2020