დავით ზალკალიანმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

დავით ზალკალიანმა ბულგარელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის.