დავით ზალკალიანმა ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართა
დავით ზალკალიანმა ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს სატელეფონო საუბრები გამართა ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზახარიევასთან სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ორმხირივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები ყველა სფეროში. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს და მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე აღნიშნეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა მოლდოვას ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს, აურელიო ჩოკოის საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებს და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთობლივ მოლოდინს. ასევე, განხილული იყო რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თუქრ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს შავ ზღვასა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება თურქი პარტნიორების მეირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.​