დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ ჩოლეტთან.
დავით ზალკალიანი, სოციალური ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას,“ – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.
„ტვიტერის“ საშუალებით, აფასებს სატელეფონო საუბარს დერეკ ჩოლეტიც.
„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად,“ – წერს ჩოლეტი.
Grateful to our main strategic partner 🇺🇸 for the unwavering support to our sovereignty & territorial integrity. Unity & partnership are critical in this decisive moment for European security. 🇬🇪 stands in solidarity with 🇺🇦. @CounselorDOS #StandWithUkraine #RussiaInvadedUkraine https://t.co/eRkahZz5dO
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 25, 2022
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.