დავით ზალკალიანის განცხადებით, თერჯოლაში დაღუპული 11 წლის მოზარდის დედას საზღვრის კვეთის პროცედურები საბერძნეთთან და თურქეთთან მიმართებით დარღვეული აქვს
დავით ზალკალიანის განცხადებით, თერჯოლაში დაღუპული 11 წლის მოზარდის დედას საზღვრის კვეთის პროცედურები საბერძნეთთან და თურქეთთან მიმართებით დარღვეული აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თერჯოლაში დაღუპული 11 წლის მოზარდის დედის საქართველოში დაბრუნების კუთხით გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რადგან მას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურები დარღვეული აქვს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და მისი საქართველოში გადმოყვანა მოხდება.

„ჩვენ მყისიერად ჩავერთეთ ამ პროცესში. პროცესი გართულებულია იმით, რომ ჩვენს მოქალაქეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ისე თურქეთთან მიმართებით. ამიტომ ჩვენი საკონსულო ორივე ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია. უახლოეს დღეებში აუცილებლად მოვაგვარებთ ამ კუთხით წარმოქმნილ პრობლემას და ასევე, უზრუნველვყოფთ მის საჰაერო გზით გადმოყვანას საქართველოში”, – განაცხადა ზალკალიანმა.