დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საქართველომ გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს აღადგენს
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საქართველომ გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს აღადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საქართველომ გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს აღადგენს.

როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხუთ ქვეყანასთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ევროკავშირმა 30 ივნისს მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განვაახლებთ და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან. ზოგმა გარკვეული პირობით, ზოგმა უპირობოდ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება. ეს სია არ არის საბოლოო. ევროკავშირის გადაწყვეტილება აძლევს მოქნილობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორ კვირაში ერთხელ გადასინჯონ არსებული სია და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი ქმედებაც იქნება თანმიმდევრული, სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციისა და კონსულტაციების შედეგად, ასევე ფაქტებზე დაყრდნობით, რა მდგომარეობაც იქნება ევროკავშირის ქვეყნებში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არის გამორიცხული, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სია გაფართოვდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.