დავით ზალკალიანი - ყველა ზომას მივმართავთ, რომ ორი წლის ანიტა ფაცაციას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ
დავით ზალკალიანი - ყველა ზომას მივმართავთ, რომ ორი წლის ანიტა ფაცაციას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკა ორი წლის ანიტა ფაციაციასთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი მოქალაქე, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ერთ-ერთ კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული. ჩართულია შესაბამისი საელჩოები იტალიაში, ბელარუსში, ინდოეთში. მე ვთხოვე ინდოეთში ჩვენ ელჩს, არ დარჩეს დღევანდელ ჩვენ შეკრებაზე და გაემგზავროს ინდოეთში, რადგან ბავშვის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვთანხმდა ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა, რომ შესაბამისი ოპერაცია იქნას ჩატარებული. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი