დავით ზალკალიანი – ველით მაიკ პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით

23:19, 10.11.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით“, – წერს დავით ზალკალიანი.

17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკო პომპეო ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი