დავით ზალკალიანი - უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ინაუგურაციის ცერემონიაზე რაც შეიძლება მაღალი დონის დასწრება ჰქონდეს
დავით ზალკალიანი - უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ინაუგურაციის ცერემონიაზე რაც შეიძლება მაღალი დონის დასწრება ჰქონდეს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსაწვევები გაგზავნილია ყველა ქვეყანასთან, ვისთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ მოწვეული ქვეყნების გადასაწყვეტია, რა დონეზე იქნებიან წარმოდგენილი ცერემონიაზე. ამასთან, მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყება უზრუნველყოფს, რომ საქართველოს რაც შეიძლება მაღალი დონის დასწრება ჰქონდეს ინაუგურაციაზე.

ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვმუშაობთ. უკვე გაგზავნილია მოსაწვევები შესაბამისი დიპლომატიური არხებით ყველა იმ ქვეყანასთან, ვისთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ბუნებრივია, ეს უკვე ქვეყნების გადასაწყვეტია, რა დონით და როგორ იქნებიან წარმოდგენილი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის ფორმატში ვართ და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ჰქონდეს რაც შეიძლება მაღალი დონის დასწრება ინაუგურაციის ცერემონიაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.