დავით ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფას დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ღრმად ვართ დამწუხრებული ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობით, რომელსაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ოჯახებს, რომლებმაც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგეს“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.
უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 170 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.
Deeply saddened by the news of the #Ukrainian plane crash in Iran claiming the lives of all on board. Our sincere condolences to the families who have lost their loved ones in this terrible tragedy @MFA_Ukraine
— David Zalkaliani (@DZalkaliani) 8 January 2020