დავით ზალკალიანი - უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე
დავით ზალკალიანი - უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ონლაინშეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან მან განიხილა საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების გზები და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

„მონაწილეობა მივიღე ჩემს კოლეგებთან – აურელიუ ჩოკოისთან და დიმიტრი კულებასთან – ონლაინშეხვედრაში. განვიხილეთ გზები საერთო ინტერესის სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა. შეხვედრა ფოკუსირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ 2021 წლის სამიტზე“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.