დავით ზალკალიანი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შევთანხმდით, რომ ევროკავშირს ახალი ინიციატივით მივმართოთ
დავით ზალკალიანი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შევთანხმდით, რომ ევროკავშირს ახალი ინიციატივით მივმართოთ

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივით მივმართოთ ევროკავშირს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არსებობს, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სამეულთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სამეულის წევრები ერთობლივი წინადადებებით მივმართეთ ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით.

„წელს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით სამეულის ფორმატში. ის წინადადებები, რომელიც ბრატისლავას ეუთო-ს მინისტერიალზე წარვადგინეთ, არის დღის წესრიგში და აქტუალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივებით მივმართოთ ევროკავშირს, რომ ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არსებობს და პრინციპი მეტი-მეტისთვის, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სამეულთან მიმართებაში. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ ერთობლივ ინიციატივაზე და ერთობლივი ინიციატივით მივმართავთ ევროკავშირს, შესაძლოა, ეს იყოს ერთობლივი წერილის ფორმატი“, – განაცხადა ზალკალიანმა.