დავით ზალკალიანი - უახლოეს დღეებში გვექნება შედეგი, არის შესაძლებლობა, საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიიღოს კორონავირუსის ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა
დავით ზალკალიანი - უახლოეს დღეებში გვექნება შედეგი, არის შესაძლებლობა, საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიიღოს კორონავირუსის ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა

უახლოეს დღეებში გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი, არის შესაძლებლობა, საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული იყო ვაქცინის მიღების პროცესში.

„რაც შეხება კოვიდს, პრემიერისგან გვქონდა დავალება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატიური მისიები მობილიზებული ყოფილიყო, რათა საქართველოს დროზე მიეღო ვაქცინა. უმძიმესი ვითარებაა შექმნილი ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით, მწარმოებელსაც პრობლემები შეექმნა. ევროკავშირს გაუჭირდა დროზე მიღება ვაქცინის, მაგრამ ჩვენ ვიყავით კოვაქსის პლატფორმაში, გადარიცხვები დროულად გაკეთდა, მაგრამ სურვილი იყო, რომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიეღო საქართველოს ეს ვაქცინა. მქონდა ორმხრივ რეჟიმში კომუნიკაცია ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან, ლიეტუველებთან, ასევე შვედებთან, გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი, არის შესაძლებლობა საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიიღოს მნიშვნელოვანი რაოდენობა ვაქცინის. როგორც კი ეს უკვე დადასტურდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და პანდემიასთან ბროლის კუთხით. მადლობა ყველა პარტნიორს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დღეებისა და კვირის ამბავია, რომ ჩვენ გვქონდეს პირველი პარტია ვაქცინების. ჩემი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი განსაკუთრებით იყო ჩართული ამ პროცესში და ყველა საელჩო. ვსაუბრობდით ყველასთნ, „ფაიზერთან“, „მოდერნა“, „ბიოტეკთან“, „ასტრაზენიკა“,  „კურევაკი“, „ნოვავაქსი“ და ვინც კი არსებობს, ყველა მწარმოებელთან, ყველასთან ვიყავით კომუნიკაციის და პირდაპირ რეჟიმზე. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვართ მუდმივად ამ კომუნიკაციის რეჟიმში“, – განაცხადა ზალკალიანმა.