დავით ზალკალიანი - თანმიმდევრულად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას, თუკი რაიმე ინიციატივები არსებობს, ამისთვის არის შესაბამისი ფონდი 
დავით ზალკალიანი - თანმიმდევრულად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას, თუკი რაიმე ინიციატივები არსებობს, ამისთვის არის შესაბამისი ფონდი 

ჩვენ თანმიმდევრულად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას, თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, რომელიც არის ცენტრალიზებული და ვისაც აქვს სურვილი ამ ფონდში ჩარიცხოს თანხა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპოზიციის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ყველა მიმართულებით, რომლებზეც ოპოზიციის შეთავაზებაშია საუბარი, უკვე დანიშნულია ფრენები და რეისები.

„ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას, თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, რომელიც არის ცენტრალიზებული და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება, თუ ორგანიზაცია შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს. ყველა რეისი და ყველა ფრენა დაგეგმილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრის მხრიდან და საკოორნიდაციო საბჭოსთან ახლო კოორდინაციით. ჩვენ გვაქვს ინფორაცია, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ შესაბამისი საელჩობიდან იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, მომართვიანობის შესახებ, შემდგომ ხდება ამ ინფორმაციის ანალიზი, გადამუშავება და შემდგომ უკვე ეტაპობრივად გეგმაზომიერად ყველა მიმართულებით ფრენების დანიშვნა. ყველა მიმართულება, რომელიც იყო შემოთავაზებული, ჩვენ გვაქვს სრულად ათვისებული და ასევე ვმუშაობთ სხვა ახალ მიმართულებებზეც“, – განაცხადა ზალკალიანმა.