დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა
დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა

სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

„მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი, რომელმაც დამატებითი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ სრულყოფას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.