დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ენ ლინდესთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას შვედეთში მასპინძლობისა და ეუთო-ს მინისტერიალის ორგანიზებისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და მისი ძალისხმევა ეუთოს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ეუთო-ს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. შეხვედრებზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი