დავით ზალკალიანი სერბ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი სერბ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოლა სელაკოვიჩს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სერბეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მათი გაღრმავების მიმართულებებს.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ერებს შორის ტრადიციულად მეგობრულ კავშირებს, გაცვალეს ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პოტენციალის შესახებ.

დადებითი შეფასება მიეცა თბილისში მიმდინარე თვეს სერბეთსა და საქართველოს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს.

გამოიხატა მზაობა უახლოეს პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებას.