დავით ზალკალიანი - საზოგადოებამ შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს, რომელიც სახეზეა და არ იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც დღეს პარლამენტში ჰქონდა ადგილი
დავით ზალკალიანი - საზოგადოებამ შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს, რომელიც სახეზეა და არ იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც დღეს პარლამენტში ჰქონდა ადგილი

სახეზეა ფაქტი, რომ ჩვენ ქვეყანაში პანდემიის დროს გვყავდა 700-ზე მეტი ინფიცირებული, ხუთასზე მეტი არის განკურნებული მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა, ეს არის შედეგი, ვფიქრობ, შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ და არა იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც დღეს პარლამენტში ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრია გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ის შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას.

„საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს. პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი, ის შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, პირველი დღიდან დაწყებული, რომელიც იყო მიმართული პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო მოსახლეობის უსაფრთხოება ყოფილიყო გარანტირებული. სახეზეა ფაქტი, რომ ჩვენ ქვეყანაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვყავდა 700-ზე მეტი ინფიცირებული, ხუთასზე მეტი არის განკურნებული, 200 არის დარჩენილი და მხოლოდ 12 ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა პანდემიის დროს. ეს არის შედეგი. ვფიქრობ, შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ და არა იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც ჰქონდა დღეს ადგილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.