დავით ზალკალიანი - საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში ძალიან მკაცრი შეზღუდვებია
დავით ზალკალიანი - საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში ძალიან მკაცრი შეზღუდვებია

საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში ძალიან მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კითხვაზე – როგორ უნდა მოიქცნენ ონკოლოგიური დიაგნოზის პაციენტები, რომლებსაც გეგმური ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი საზღვარგარეთ.

„ეს, რა თქმა უნდა, სცილდება საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების უმრავლესობას აქვს ძალიან მკაცრი შეზღუდვები სხვა სახის მკურნალობასთან დაკავშირებით. ალბათ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები უფრო ამომწურავ და ზუსტ პასუხს გასცემენ ჩვენს საზოგადოებას ამ კითხვაზე“, – დასძინა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი