დავით ზალკალიანი საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პირისპირ შეხვდა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები საქართველოს საგარეო უწყებაში დახურულ კარს მიღმა, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საგარეო უწყების განმარტებით, საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი დავით ზალკალიანის გარდა, შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა.