დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში უმაღლეს და მაღალ დონეზე კომუნიკაციის ინტენსიფიკაციას.

ამასთან, საუბარი შეეხო აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკას, ასევე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ.