დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები დაისახა.

აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განსახილველ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას.