დავით ზალკალიანი - საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმების ძალაში შესვლამ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა
დავით ზალკალიანი - საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმების ძალაში შესვლამ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესვლის საკითხს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ძალაში შევიდა, რამაც ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა და კარს უღებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას! ვულოცავ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას!“ – წერს ზალკალიანი.

მანამდე, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბუიარ ოსმანმა. მისი თქმით, „ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ“.