დავით ზალკალიანი - მთავარია, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტოდ მაღალი შეფასება
დავით ზალკალიანი - მთავარია, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტოდ მაღალი შეფასება

ერთი ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიებიც, რომელიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციის საქმიანობიდან იყოს გამოწვეული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის მთავარია, რომ აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტოდ უმაღლესი შეფასება.

„ჩვენ მალინთანაც გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ისიც ადრე თუ გვიან დადგება იმ პოზიციაზე, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორიო საზოგადოება“, – განაცხადა ზალკალიანმა.