დავით ზალკალიანი - საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობამ წარმატებულად ჩაიარა, ამის დასტური არის არა მხოლოდ გამართული ღონისძიებები, არამედ ქართული მხარის ინიციატივები
დავით ზალკალიანი - საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობამ წარმატებულად ჩაიარა, ამის დასტური არის არა მხოლოდ გამართული ღონისძიებები, არამედ ქართული მხარის ინიციატივები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სპეციალურ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ შეაჯამა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა, რომელიც 2020 წლის 15 მაისს ოფიციალურად დასრულდა.

მისი განცხადებით, საქართველოს თავმჯდომარეობამ წარმატებულად ჩაიარა, ამის დასტური არის არა მხოლოდ გამართული ღონისძიებები, არამედ ქართული მხარის ინიციატივები, შედეგად დატოვებული მნიშვნელოვანი დოკუმენტური ბაზა.

მინისტრმა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი თავმჯდომარეობის პრიორიტეტად აღიარა, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა პარტნიორების მხრიდან.

სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ „კოვიდ-19“ პანდემიის ფონზე ჩაიარა, თუმცა საქართველომ მაინც შეძლო ყველა პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამართვა და საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.

დეკლარაციის თანახმად, 47 წევრი ქვეყანა შეთანხმდა პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების საჭიროებაზე, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შენარჩუნებით.

საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები საბერძნეთს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გამართული მინისტრის კომიტეტის სხდომის ფარგლებში 15 მაისს გადასცა. საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ევქის თვის განმავლობაში იყო.

დავით ზალკალიანის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.