დავით ზალკალიანი - საქართველო მზადაა ნატო-ელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით
დავით ზალკალიანი - საქართველო მზადაა ნატო-ელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხუთი სამხედრო ხომალდი ფოთის პორტში შემოსვლას ეხმაურება, რომლის მიზანიც საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავ საშუალებებთან ერთად ერთობლივი წვრთნების ჩატარებაა.

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

„ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება“ – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხუთი ხომალდი 7-9 აპრილს ფოთის პორტს სტუმრობს. ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი