დავით ზალკალიანი - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე აუცილებელია, ვისაუბროთ როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია რეგიონში
დავით ზალკალიანი - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე აუცილებელია, ვისაუბროთ როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია რეგიონში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე საუბარი იქნება ასოცირების ყველა ძირითად მიმართულებაზე.

მისივე თქმით, მიღწეული პროგრესის გარდა, აუცილებელია საუბარი სამომავლო პერსპექტივებზე, რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან უმაღლეს დონეზე საუბრის ფორმატი და ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, სადაც ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე. ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია, ვისაუბროთ როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის შექმნილი რეგიონში, ჩვენს გარშემო. ამიტომ, ბუნებრივია, საუბარი იქნება იმაზე, თუ სად ვიმყოფებით, ყველა ძირითადი მიმართულება: უსაფრთხოება, ეკონომიკა, პოლიტიკური თანამშრომლობა, დემოკრატია, ყველა ის ძირითადი თემა, რაც არის ასოცირების შეთანხმების, იქნება აბსოლუტურად სრულად. მათ შორის, „კოვიდთან“ დაკავშირებული. დემოკრატია და ქვეყნის აღმშენებლობა, დემოკრატიული სტრუქტურები მოიცავს ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.