დავით ზალკალიანი - სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით
დავით ზალკალიანი - სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლისას ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვის შეფასებისას აღნიშნა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, განსაკუთრებით საინტერესო იყო საგარეო პოლიტიკის კუთხით გაკეთებული აქცენტები.

„იყო მოწოდება, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმებს პატივი სცეს. მნიშვნელოვანი გზავნილები იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს შემდგომი თანმიმდევრული და მკაფიო ნაბიჯების გადადგმაზე. საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონალური ჰაბის და მისი მნიშვნელოვანი როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან ინტენსიური ურთიერთობა და კომუნიკაცია გვექნება. ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, სადაც პრეზიდენტს მკაფიო ფუნქცია და როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატია. ადამიანი, რომელსაც ფართო და პირადი კავშირები აქვს. მისი ურთიერთობა და დიპლომატიის კუთხით გამოცდილება ძალიან დამხმარე ფაქტორი იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.