დავით ზალკალიანი - სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან თანხვედრაშია
საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული და სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები ამ პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.
„სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული. არ ვიცი, რაზეა საუბარი. ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული.ქალბატონი სალომეს ბოლო განმარტებები ამ პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო ფორმატში დაწყებული ყველა პროცესი მეტყველებს, რომ ქვეყნას საერთაშორისო საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.