დავით ზალკალიანი - საგარეო უწყება ქართველ დიპლომატებს არანაირ პარტიულ დავალებებს არ აძლევს
დავით ზალკალიანი - საგარეო უწყება ქართველ დიპლომატებს არანაირ პარტიულ დავალებებს არ აძლევს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება ქართველ დიპლომატებს არანაირ პარტიულ დავალებებს არ აძლევს.

სამი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ დიპლომატებს პარტიული დავალება მისცეს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გადავადდეს. „აპირებთ თუ არა, მიხეილ ჯანელიძის ეს პოლიტიკა გააგრძელოთ“, –  კითხვით მიმართა ბოკუჩავამ ზალკალიანს.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, არც ერთ ელჩს პოლიტიკური დავალება არ ეძლეოდა.

მისი თქმით, ქართული დიპლომატია დეპოლიტიზებულია და დიპლომატები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.

„მსგავსი რამ არ ხდება, თქვენ ზოგადად საუბრობთ და ამის არანაირი ფაქტები არ არის“, – უპასუხა ზალკანიანმა ბოკუჩავას.