დავით ზალკალიანი - რუსულ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი არის კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე
დავით ზალკალიანი - რუსულ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი არის კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე

საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნით, რაც არ უნდა დიდი მცდელობები განახორციელონ ქვეყნის ოპონენტებმა, შედეგი მაინც ვერ დადგება, – ამის შესახებ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის საუკეთესო პასუხია კონკრეტული და ხელშესახები შედეგების დემონსტრირება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე.

„რაც არ უნდა დიდი მცდელობები განახორციელონ ჩვენმა ოპონენტებმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, შედეგი მაინც ვერ დადგება. ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამის საუკეთესო პასუხია კონკრეტული და ხელშესახები შედეგების დემონსტრირება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე, თუნდაც ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და საგზაო რუკა. ამ სიკეთეების აღქმა და დემონსტრირება, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარ თავზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პასუხი რუსულ პროპაგანდაზე.

დატოვე კომენტარი