დავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვევა
დავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3-4 მარტს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, 4 მარტს ბუქარესტში, გაიმართება საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერპსექტივები.

მინისტრების შეხვედრაზე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაფიქსირდება აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

ბუქარესტში დავით ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის რუმინელ და თურქმენ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.​