დავით ზალკალიანი - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, დავგმეთ ყირიმის ანექსია, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველო ყირიმის ანექსიას ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგიდანაც გმობს.
„საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია არის სრულ თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ პოზიციასთან. ასევე, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ დავგმეთ ეს ანექსია, როგორც მიუღებელი, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.