დავით ზალკალიანი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შემოყვანას ცდილობს
დავით ზალკალიანი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შემოყვანას ცდილობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამერიკელმა პატრნიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, სადაც სანიკიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ისმინება.

სანიკიძის განცხადებაზე მინისტრს დღეს ჟურნალისტებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხეს.

„სასაცილოა, საერთოდ, როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორ ცდილობს, ოპოზიცია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შემოყვანას ჩვენს შიდაპოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი