დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება
დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ზალკალიანი პარლამენტში მისულიყო და კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, რომ „მინისტრის საათის“ განრიგი იცვლება ისე, რომ ზალკალიანი შეთანხმებულზე უფრო ადრე წარდგება დეპუტატების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.