დავით ზალკალიანი - პანდემიის პირობებში მაინც მოვახერხეთ, რომ ბორდერიზაციის კიდევ ერთ პროცესზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი რეაგირება მოეხდინა
დავით ზალკალიანი - პანდემიის პირობებში მაინც მოვახერხეთ, რომ ბორდერიზაციის კიდევ ერთ პროცესზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი რეაგირება მოეხდინა

პანდემიის პირობებში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ უკანონო ბორდერიზაციის კიდევ ერთ პროცესზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი რეაგირება მოეხდინა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი საზრუნავი არის კორონავირუსთან დაავადებასთან გამკლავება, სამინისტროს წუთით არ შეუჩერებია მუშაობა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც აქტუალურია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგისთვის.

„ამ ურთულეს სიტუაციაში ჩვენ შევძელით, საქართველოს საკითხი, საქართველოს თემატიკა, ყოფილიყო რაც შეიძლება წინა პლანზე და მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკის დღის წესრიგში. მათ შორის აქტუალური იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. მოგეხსენებათ, პანდემიის პროცესში დაიწყო ბორდერიზაციის კიდევ ერთი პროცესი. ჩვენ მაქსიმალური მობილიზაცია გავაკეთეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოეხდინა მყისიერი რეაგირება. იმ პირობებში, როცა შეწყვეტილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ, იმ ფორმატებში მომხდარიყო საკითხის განხილვა, აქტუალიზაცია და გვქონდა უპრეცედენტო გამოხმაურება სტრატეგიული პარტნიორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ორმხრივად და გაკეთდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი და დამგმობი განცხადება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი