დავით ზალკალიანი - ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება, ალექსანდრე მაისურაძე კი საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს
დავით ზალკალიანი - ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება, ალექსანდრე მაისურაძე კი საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს

ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას დაუმთავრდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ჩვენ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ალექსანდრე მაისურაძე საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში, ხოლო ნატო-ში ახალი ელჩი იქნება ვიქტორ დოლიძე.

„ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შესრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.