დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა 
დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება. იგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, მინისტერიალის გახსნამდე დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. აღნიშნა პროგრესიც, რომელიც ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოვების კუთხით აქვს.

„ჩემი ვიზიტი არის დაკავშირებული ნატო-ს მომავალი ლიდერების შეხვედრასთან. დღევანდელი მინისტერიალი არის ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრა და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ფორმატს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე იყოს შესაბამისად ასახული ლიდერების შეხვედრაზე. ჩვენ აუცილებლად ყველა არსებულ და გამართულ შეხვედრას გამოვიყენებთ ამისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი