დავით ზალკალიანი - მქონდა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გავსაუბრებოდი ენტონი ბლინკენს, ხაზი გაუსვით აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას
დავით ზალკალიანი - მქონდა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გავსაუბრებოდი ენტონი ბლინკენს, ხაზი გაუსვით აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას

ენტონი ბლინკენს მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც ნატო-ს, ასევე ეუთო-ს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„მქონდა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გავსაუბრებოდი ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვით აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც ნატო-ს, ასევე ეუთო-ს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. გამოვთქვით მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქზე“.

დატოვე კომენტარი