დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებაც ისაუბრა.

ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

„მინისტრთა კომიტეტი კვლავ ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. მინისტრთა კომიტეტმა მრავალჯერ გააკეთა მოწოდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის შესახებ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მნიშვნელოვანია სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იმედის მომცემია უკვე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი, კერძოდ, ახალი დინამიკა ნორმანდიის ფორმატში და ტყვეთა გაცვლა დეკემბერში. მეორე მხრივ, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებით, განსაკუთრებით, უმცირესობების წარმომადგენლებთან მიმართებაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.