დავით ზალკალიანი - მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცე პოზიცია დაიკავოს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცე პოზიცია დაიკავოს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის, – წერს „ტვიტერში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12 წლით გახანგრძლივების გამო.
ეს პროვოკაცია ჭეშმარიტად ასახავს საქართველოში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცე პოზიცია დაიკავოს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის“, – წერს დავით ზალკალიანი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.