დავით ზალკალიანი - ბათუმში აშშ-ის საზღვაო ხომალდის დაბრუნება ადასტურებს საქართველო-ამერიკის დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის” ბათუმის პორტში შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მივესალმები აშშ-ის საზღვაო ხომალდის USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ს დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ამერიკული სამხედრო გემი „პორტერი“ ბათუმის პორტში დღეს დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, „პორტერი“ ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.