ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი“ შემოდის
ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი“ შემოდის

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი“ შემოდის.

„სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „პორტერს“ შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატო-ს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.