დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და კულტურის მინისტრს კატარინ ეგერბერგეს შეხვდა.

მინისტრმა მიულოცა კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ლიხტენშტაინის ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განიხილეს დარგობრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება და ტურიზმი.

დადებითად შეფასდა „ეფტას“ ქვეყნებთან, რომლის წევრი ლიხტენშტაინიც გახლავთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიხტენშტაინს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.​