დავით ზალკალიანი - მინისტერიალზე ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და არჩევანი დეკლარაციაში იყოს შესაბამისად ასახული
დავით ზალკალიანი - მინისტერიალზე ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და არჩევანი დეკლარაციაში იყოს შესაბამისად ასახული

მინისტერიალზე ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო ყველა მოლოდინსა და სურვილზე, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და არჩევანი იყოს შესაბამისად ასახული დეკლარაციაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე ყველა გზავნილი მკაფიოდ გაჟღერდა.

„დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით იქნება გაზიარებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც დაკავშირებულია ევროპულ არჩევანთან, ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო როლის გამოკვეთასთან, ფიზიკური ინტეგრაციის კუთხით და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. მოვისმინეთ ბევრი მხარდამჭერი გზავნილი ასოცირებულ ტრიოზე. ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ასოცირებულ ტრიოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმატს, რაც ევროკავშირისკენ სწრაფვას აძლიერებს და ადასტურებს ჩვენს სწორ არჩევანს, როგორ უნდა ვიაროთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა გამოკვეთილია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული პროგრესი და ეს უკვე აღიარებულია. მსგავსი მხარდამჭერი გზავნილების მიღება იყო ძალიან სასიამოვნო“, – განაცხადა ზალკალიანმა.