დავით ზალკალიანი - მიღწევა, რომელიც პანდემიის კუთხით აქვთ საქართველოსა და უნგრეთს, გასაფრთხილებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთი იყო ერთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, როცა ევროკავშირმა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.
ამასთან, ზალკალიანმა უნგრეთთან საზღვრების გახსნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის კუთხით მიღწევა გასაფრთხილებელია და საჭიროა თანმიმდევრული, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა.
„დღეს ვისაუბრეთ ამ საკითხის შესახებ. ჩვენი მიდგომა აქაც არის თანმიმდევრული და ძალიან ფრთხილი, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ მიღწევა, რომელიც გვაქვს როგორც საქართველოს, ისე უნგრეთს პანდემიის კუთხით, არის გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელი, რათა ზიანი არ მიადგეს მოქალაქეებს. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი ამოცანა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.