დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს.
„საუბარი მქონდა ჩემს თურქ კოლეგასა და მეგობარ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები. მადლობელი ვარ ჩვენი თურქი მეგობრების მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ში მისწრაფებისა და „კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად დახმარებისთვის“, – წერს ზალკალიანი.
Had 📞conversation w/my colleague & friend @MevlutCavusoglu Important issues of regional security& t/ways of deepening economic cooperation discussed. Grateful 2 our 🇹🇷friends 4 firm support of 🇬🇪’s territorial integrity & NATO aspirations &4 help combating COVID-19 @MFATurkey pic.twitter.com/7MWusu92Qc
— David Zalkaliani (@DZalkaliani) December 8, 2020