დავით ზალკალიანი - მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით ადამიანმა თავი გაწირა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის, ახლა კი, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანია
დავით ზალკალიანი - მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით ადამიანმა თავი გაწირა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის, ახლა კი, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანია

მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„გამარჯვების დღის 76-ე წლისთავზე, ჩვენ ვიხსენებთ და პატივის მივაგებთ იმ მილიონობით მებრძოლსა და მშვიდობიან მოსახლეს, რომელთაც სიცოცხლე დაკარგეს მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ თაობამ თავი გაწირა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. მათი უდიდესი ძალისხმევა არასოდეს მიეცემა დავიწყებას! ახლა კი, მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანია!“ – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.