დავით ზალკალიანი – მარშრუტი, რომლითაც ოპოზიციას უნდა ესარგებლა, წინასწარ დაანონსებული იყო

13:38, 17.12.2018

ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლება გუშინდელ აქციაზე არ შეზღუდულა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მარშრუტი, რომლითაც ოპოზიციას უნდა ესარგებლა, წინასწარ დაანონსებული იყო.

„გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდულ, რადგან წინასწარ დაანონსებული იყო ის მარშრუტი, გზები რითაც ოპოზიციას უნდა ესარგებლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის პროვოკაცია თავიდან არიდებული ყოფილიყო. გზები ჩაკეტილი არ იყო. მათ საშუალება მიეცათ, რომ იმ გზით ესარგებლათ, რომელიც გახსნილი იყო”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი