დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგას შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლეთ ჩავუშოღლუს შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა.
მადლობის წერილი მინისტრმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„მადლობას ვუხდი თურქ მეგობრებს მათი გულწრფელი სამძიმრისთვის ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ, მათმა სულებმა მშვიდობით განისვენოს. ძალიან ვაფასებ თქვენს თანაგრძნობას“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
Grateful to Turkish friends for sending their sincere condolences over the tragic accident that took lives of 17 Georgians. We pray for their souls to Rest In Peace. Deeply appreciate your sympathy @MevlutCavusoglu https://t.co/BlhWkuJg3N
— David Zalkaliani (@DZalkaliani) August 25, 2020